Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ჩემო სინათლევ – ვიცი რომ იქიდან მინათებ”

7 ნოემბერი, 2017

"ჩემო სინათლევ - ვიცი რომ იქიდან მინათებ"ასე ემშვიდობება პიანისტი ირმა გიგანი ბაბუს – პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს.

ირმა პოეტის ლექსს აქვეყნებს, რომელიც პატარა პიანისტს ბაბუმ მიუძღვნა:

“შენ რომ დიდი იქნები,
მე რომ აღარ ვიქნები,
დამასიე ფიქრები,
როგორც თოვლის ფიფქები,
შენ რომ დიდი გახდები,
შინ რომ აღარ დაგხვდები,
სხვას რომ ვერას გავხვდები
სულში ჩაგისახლდები,
როცა შენ დაქალდები,
როცა მე გავქვავდები,
ისე არ დავღამდები,
ისე არ გავქვავდები
იქედან არ გინათო,
ხშირად, განა ძვირადო,
მერე უფალს იმას ვთხოვ,
გადავიქცე ირმათო,
რქებზე ჩამოვიკიდებ,
შენს სიყვარულს ზინათად,
შენს სახელზე ძვირფასო
მთებში ვივლი ირმადა!

პატარა ირმას – ჯანსუღ ბაბუ

ბა. დიდი გავხდი – აღარ დამხვდი…
სულში ჩამისახლდები – მე გულით გატარებ სამუდამოდ… ჩემო სინათლევ – ვიცი რომ იქიდან მინათებ.

პანაშვიდი: სამშაბათი, ოთხშაბათი 17:00
პეკინის N2, პირველი სადარბაზო, მესამე სართული
გასვენება : სამება – 14:00.
დაკრძალვა – მთაწმინდაზე.”