Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქუთაისში ოთარ მამფორიას ბიუსტს თავი აღარ აქვს

21 ნოემბერი, 2017

ქუთაისში ოთარ მამფორიას ბიუსტს თავი აღარ აქვსქუთაისში მწერილსა და პოეტის ოთარ მამფორიას ბიუსტს თავი აღარ აქვს, რომელიც ქუთაისის ცენტრში ოთარ ქორქიას და ოთარ სულაბერიძის ბიუსტებთან ერთად არის განთავსებული.

ინფორმაციას ელისო კილაძე ავრცელებს:

“სამი ოთარის ძეგლი ქალაქის ცენტრში საზოგადოება “ქუთაისელის” და კუკური კენჭაძის ძალისხმევით დაიდგა.

დღეს დილით ერთ ძეგლს თავი აღარ აქვს. არავინ არაფერი არ იცის. 18%-იანი მერი მესმის, მაგრამ მერობის პირველივე კვირაში ძეგლის ქურდობა ნამეტანია!”

ელისო კილაძის განცხადებას ქეთი ბერძენიშვილი გამოეხმაურა:

”არ მოუპარავთ. თაბაშირის იყო და ბრინჯაოში ვაკეთებთო. მერიის ოფიციალური განცხადებაა.”