Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი მხატვრის ნამუშევარი სოთბის აუქციონზე

21 ნოემბერი, 2017

ქართველი მხატვრის ნამუშევარი სოთბის აუქციონზე28 ნოემბერს ლონდონში სოთბის აუქციონი გაიმართება.

ბაია გალერეამ საერთაშორისო ხელოვნების ბაზარზე მერაბ აბრამიშვილის, ირაკლი ფარჯიანის, ვახო ბუღაძის და კოტე სულაბერიძის ნამუშევრების შემდეგ კიდევ ერთი ქართველი მხატვარი დავით გაბიტაშვილი წარადგინა.

ეს არის მეხუთე მხატვარი, რომელიც გალერეის რეკომენდაციით მონაწილეობას იღებს ლონდონის სოთბის აუქციონზე “საბჭოთა კავშირის ხელოვნება”.

სოთბის აუქციონზე დავით გაბიტაშვილის ნამუშევარი “ზაფხული სოხუმში” იქნება წარმოდგენილი და მისი ფასი 8-დან 12 ათას ფუნტ სტერლინგამდეა.

 

ქართველი მხატვრის ნამუშევარი სოთბის აუქციონზე