Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველების კიდევ ერთი ფურორი პოლონურ “ნიჭიერში”

13 ნოემბერი, 2017

ქართველების კიდევ ერთი ფურორი პოლონურ "ნიჭიერში"ქართული ცეკვის ანსამბლი “დაისი” პოლონურ “ნიჭიერში” მონაწილეობს. შესარჩევ ტურში ქართველმა მოცეკვავეებმა ჟიურის წევრებისგან დიდი მოწონება და 3 კი დაიმსახურეს.

ანსამბლის წევრების სცენაზე გამოჩენა კიდევ ერთი დღესასწაული აღმოჩნდა პოლონური “ნიჭიერისთვის”.

მოცეკვავეებმა კომპოზიცია “ზეცა” შეასრულეს და ნამდვილი ფურორი მოახდინეს.

მუსიკა ამ ნომრისთვის ბენდმა “მუცო” შექმნა, კოსტიუმების ავტორი კი “ფაფანაკია”.

პოლონური “ნიჭიერის” ჟიურის და მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ანსამბლ “დაისის” მოცეკვავეები სოფი ხინჩაგაშვილი, მიხეილ დვალიშვილი, გიორგი გურჩიანი და ილო ჯინჭარაძე.