Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სპეციალური პრიზი წინანდლის პრემიის საუკეთესო ნომინანტს

14 ნოემბერი, 2017

სპეციალური პრიზი წინანდლის პრემიის საუკეთესო ნომინანტსკომპანია „ბადაგონმა“ „წინანდლის პრემიის“ საუკეთესო ნომინანტისთვის სპეციალური პრიზი დააწესა.

“წინანდლის პრემიას“ პარტნიორ ორგანიზაციად შეუერთდა კომპანია „ბადაგონი“ და მისი ახალი ღვინის ბრენდი GAU#5, რომელმაც „წინანდლის პრემიის“ საუკეთესო ნომინანტისთვის დააწესა სპეციალური პრიზი 2000 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, 2017-ის „წინანდლის პრემიის მოსაპოვებლად” განაცხადების მიღება წარმოებს 2017 წლის 17 ნოემბრამდე. პრემია ენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს 2017 წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისათვის შემდეგ ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა, პოეზია), მუსიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

წინანდლის პრემიის ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზებითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით. ასევე კომპანია „ბადაგონის“ და მისი ახალგაზრდული ბრენდ “გაუ“-ს ინიციატივით წინანდლის პრემიის საუკეთესო ნომიმანტს გადაეცემა 2000 ლარიანი ფულადი პრემია.

სპეციალური პრიზი წინანდლის პრემიის საუკეთესო ნომინანტს

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნაშრომი/ნამუშევარი, აპლიკაციის ფორმასთან და რეზიუმესთან (CV) ერთად, უნდა წარადგინონ ზურაბ ჟვანიას ფონდში (საზღვარგარეთ მყოფი აპლიკანტების განაცხადები მიიღება იმეილის საშუალებით) შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, შარტავას ქ. N18 (სამუშაო საათები: 12:00 -19:00). განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ “წინანდლის პრემიის” დებულება:

განაცხადების მიღება შესაძლებელია ასევე ონლაინ რეჟიმში. www.zurabzhvania.ge

tsinandlispremia@yahoo.com

(+995 32) 2 30 74 96