Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სოფო ნიჟარაძემ კონცერტი გააუქმა

25 ნოემბერი, 2017

სოფო ნიჟარაძემ კონცერტი გააუქმამომღერალმა სოფო ნიჟარაძემ 25 ნოემბერს “ბუდა ბარში” დაგეგმილი სოლო კონცერტი გააუქმა.

ამის მიზეზი ბათუმში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გახდა. ინფორმაცია მომღერალმა თავად გაავრცელა:

“ძვირფასო კონცერტის სტუმრებო,

“ბუდა ბარი”და სოფო ნიჟარაძე ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო, უერთდებიან საზოგადო მწუხარებას და გატყობინებთ, რომ სოფო ნიჟარაძის დღევანდელი სოლო კონცერტი პირველ დეკემბერს ჩატარდება.”