Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

„მის საქართველო 2017“ აღარ ჩატარდება

26 ნოემბერი, 2017

„მის საქართველო 2017“ აღარ ჩატარდება“მის საქართველო 2017”, რომელიც 26 ნოემბერს უნდა გამართულიყო, აღარ ჩატარდება. გადაწყვეტილება სილამაზის კონკურსის ორგანიზატორებმა მიიღეს.

კონკურსი გაურკვეველი ვადით გადაიდო. “მის საქართველოს” გადადების მიზეზი ბათუმში სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძარი გახდა.

სილამაზის კონკურსის მონაწილეებს სასტუმრო „ლეოგრანდი“ მასპინძლობდა, სადაც ხანძარი გაჩნდა და 11 ადამიანი დაიღუპა.

როგორც კონკურსის ორგანიზატორმა ია კიწმარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “მის საქართველო 2017”-ის ყველა მონაწილე ხანძარს უვნებელი გადაურჩა.