Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მინდა კარგი ამბავი გაცნობოთ”

30 ნოემბერი, 2017

"მინდა კარგი ამბავი გაცნობოთ",,გააგრძელე საქართველოს ისტორიას” შემომწირველებისთვის, მაყურებლებისთვის და გულშემატკივრებისთვის მის ავტორს გურამ ქართველიშვილს კარგი ამბავი აქვს:

“მინდა კარგი ამბავი გაცნობოთ – თქვენს მიერ შემოწირული თანხით ვიწყებთ გადაღებას… იმედი მაქვს, პირველი სცენებისთვის აუცილებელი ბარაქიანი თოვლიც მალე მოვა ერწოზე და ჩვენი გუნდიც ისევე იმუშავებს, თოვლიან ქარბუქში, როგორც არა ერთხელ უმუშავია.

მალე გაიხსნება გვერდი ,,ბახტრიონი-1659″, რომელსაც ვამზადებთ… ყველაფერი ამის მიზანი კი მაინც ის არის, რომ ამ ფილმმა-აქციამ გაგვაერთიანოს, აგვამოძრავოს და დაგვანახოს, ის რომ არ შეიძლება ნიჰილიზმი მაშინ, როცა სამშობლო ხელიდან გეცლება… ორი საუკუნეა ხელოვნების ძალაც ინახავს დიდ წილად ქართველობას ოკუპირებულ საქართველოში… ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ამას… მენდეთ და მიმაყვანინეთ ფილმი იქამდე ქართველებო…

ერთი დიდი პრემიერით ვაჩვენოთ მტერსაც და მოყვარესაც, რომ ის, რაც 1659 წელს კახეთში დატრიალდა, აღარ უნდა განმეორდეს. არადა რაც დღეს ინერგება საქართველოში, ეს ხომ კარგს არაფერს გვიქადის მომავალში…

ისტორია ხომ სარკეა… გავიხსენოთ ისტორია, რომელიც დღეს მოგვეხმარება გადარჩენაში… გავერთიანდეთ ,,ბახტრიონი-1659″-ის ირგვლივ და ჩვენი შეწევნით შევუქმნათ ის საქართველოს….

პ.ს.პირადად მე, ეს ფილმი უკვე ნანახი მაქვს ჩემო მეგობრებო და მერწმუნეთ, რომ შედეგს აუცილებლად მოგვიტანს.”