Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მივულოცოთ მამუკას!”

12 ნოემბერი, 2017

"მივულოცოთ მამუკას!"მსახიობმა მამუკა ლორიამ მთავარი პრიზი მოიპოვა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ჯილდო რუსთაველის თეატრის მსახიობმა მოიპოვა ფილმში “მან თქვა დედა” მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.

სასიხარულო ინფორმაცია ფილმში მონაწილე მსახიობმა მიშა გომიაშვილმა გაავრცელა:

“მივულოცოთ მამუკას! მთავარი პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის! ეს ერთი და სხვა მრავალი! გაიხარე!”