Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“თვითონ რას ვგავართ?”

3 ნოემბერი, 2017

"თვითონ რას ვგავართ?"კითხულობს პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი და წუხს იმაზე, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფისა და დაცინვა-მასხრად აგდების მეტს აღარაფერს ვაკეთებთ:

“შენ ვიღას დაჰკარგვიხარო, მაგრამ რაზე ვფიქრობ, იცით? აი, რომ ვუყურებ, როგორ აღარაფერს ვაკეთებთ ერთმანეთის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფისა და დაცინვა-მასხრად აგდების მეტს…

თვითონ რას ვგავართ? საითაც არ უნდა გაიხედო, ყველას თითი ჩაგვიყვია პირში და ვწოვთ ათას სისულელეს. არის წიგნები, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებებს ახდენს ჩვენზე. შესაძლოა, ამ რომანის გამოც არის ჩემი ასეთი ფიქრები, მაგრამ მინდა, ყოველ საღამოს, მთლად დასვრილი კომბინიზონით არა, თუმცა რაღაც ამის მსგავსით ვბრუნდებოდე სახლში რამდენიმე საუკეთესო მეგობართან ერთად. მინდა გვქონდეს პატარა ავტოგასამართი სადგური. მანქანების არაფერი გამეგება, მაგრამ ასეთია ჩემი ოცნება. მინდა ჩვენი პატიოსანი შრომით გამოვიმუშავებდეთ იმდენს, რომ თითო ბოთლ ლუდს და საოჯახო წვრილმანებს ჰყოფნიდეს. მინდა ვლაპარაკობდეთ ლიტერატურაზე, რაზეც გინდა, ყველაფერზე, მაგრამ არა სხვების ცხოვრებაზე, მათ შეხედულებებსა და დამოკიდებულებებზე. ცხოვრობდეს ყველა თავის ჭკუაზე, ისაუბროს ისე, როგორც უნდა და აკეთოს ის, რაც უნდა, თუ მე და დანარჩენებს ცუდად არ შეგვეხება.

მოკლედ, არ ვიცი, რამ დამაწერინა ეს ყველაფერი, მაგრამ, როგორც ხედავთ დავწერე. ზევით რომანი რომ ვახსენე, მიხვდებოდით, ერიხის “სამი მეგობარი” ვიგულისხმე.

ყველა სიკეთე…”