Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ეს მკრეხელობაა!”

10 ნოემბერი, 2017

"ეს მკრეხელობაა!"ქაშვეთის ეკლესიის ეზოში ცნობილი ქართველი მეცენატი დავით სარაჯიშვილია დაკრძალული. მისი საფლავის მდებარეობა, წლებია განხილვის საგანია, რადგან ჯერ შავი ჯიპების გარაჟად იყო ქცეული, ახლა კი ეკლესიის ეზოში გახსნილი მაღაზია ადგას თავზე.

ნატაშა ლომოურს მიაჩნია, რომ ეს მკრეხელობაა და შესაბამისმა პირებმა კეთილი უნდა ინებონ და მაღაზია სხვა ადგილას გადაიტანონ:

“ეს არის დავით სარაჯიშვილის და მისი ცოლის, ეკატერინეს ანდერძები. მხოლოდ წვეთია იმ დიდ საქმეში, რასაც ეს ადამიანები აკეთებდნენ.

დღეს მათ საფლავს ქაშვეთის ეკლესიის ეზოში საეკლესიო მაღაზია ადგას თავზე. წლების განმავლობაში ეკლესიის ეზოში შეყენებული შავი ჯიპების გარაჟიც იყო ეს ადგილი, ბევრი ბრძოლის გადატანა გახდა საჭირო რომ ეს მავნებლობა გამქრალიყო. ახლა ეს მაღაზია…

როგორ მივიტანოთ იმ ხალხის გონებამდე და გულებამდე ინფორმაცია, რომ ეს მკრეხელობაა და კეთილი ინებონ მაღაზია სხვა ადგილას გადაიტანონ?!”"ეს მკრეხელობაა!""ეს მკრეხელობაა!""ეს მკრეხელობაა!"