Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ემირ კუსტურიცა აფხაზეთის კეთილი ნების ელჩია

7 ნოემბერი, 2017

ემირ კუსტურიცა აფხაზეთის კეთილი ნების ელჩიარეჟისორი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა გაეროს კეთილი ნების ელჩის შემდეგ აფხაზეთის კეთილი ნების ელჩიც გახდა. ამის დამადასტურებელი მედალი და სერთიფიკატი ხელოვანს მოსკოვში გადაეცა.

ამირ კუსტურიცას ეს წოდება საქველმოქმედო მოძრაობამ “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები” მიანიჭა. მოძრაობა ჰუმანიტარულ პროექტებს ახორციელებს ჯანდაცვის, სპორტისს და განათლების სფეროში. ყველა ელჩი თავისი მიმართულებით მუშაობს და მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს.

ემირ კუსტურიცამ მხარი დაუჭირა საქველმოქმედო მოძრაობის ინიციატივას აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიმართულებით მსოფლიო ყურადღების მიპყრობის საკითხში. მისი თქმით, აფხაზეთი მსოფლიო ქრისტიანობის უძველესი ცენტრია. კავკასიაში უპირველესი ეკლესიები სწორედ აფხაზეთში აშენდა და ამიტომ გაერომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მსოფლიო ქრისტიანობის კულტურული კერა მაქსიმალურად დაცული იყოს.