Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დათო ევგენიძის კონცერტი გაუქმებულია

26 ნოემბერი, 2017

დათო ევგენიძის კონცერტი გაუქმებულიამუსიკოსმა დათო ევგენიძემ ბათუმში მომხდარტ ტრაგედიის გამო, რუსთაველის თეატრში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა.

საღამო 27 ნოემბერს თეატრის მცირე დარბაზში უნდა ჩატარებულიყო.

კონცერტის გაუქმების შესახებ ინფორმაცია ხელოვანმა თავად გაავრცელა:

“საშინელი ტრაგედია მოხდა ბათუმში. ვიზიარებ მწუხარებას…

სრულიად საქართველოში გლოვაა…

კონცერტი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში 27 ნოემბერს აღარ ჩატარდება.

მე და ჩემი სტუმარი ქამილ ჩალაევი თანაგრძნობას ვუცხადებთ მგლოვიარე ოჯახებს.”