Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“განსაკუთრებულად ჩემი, ქართველი ახალგაზრდა მეცოდება…”

24 ნოემბერი, 2017

"განსაკუთრებულად ჩემი, ქართველი ახალგაზრდა მეცოდება..."ოთარ ჭილაძის შემოქმედება რაც დრო გადის სულ უფრო თანამედროვე და აქტუალური ხდება. მწერლის შეხედულება ახალგაზრდებზე ამაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ:

“მე განსაკუთრებულად ჩემი, ქართველი ახალგაზრდა მეცოდება – უნიჭიერესი და უვიცი, არასწორი წარმოდგენებისა და ფუჭი ილუზიების ტყვე. შენ რომ არ გისმენს, არაფრად რომ აღარ გაგდებს, ეს კიდევ არაფერი, ამას შენც მოინელებ და, რა თქმა უნდა, აპატიებ, მაგრამ შეიძლება მართლა გაგისკდეს გული, როცა საკუთარი თვალით ხედავ, როგორ ბრმად ენდობა ნებისმიერ სულგაყიდულ, სინდისგარეცხილ მედროვეს, რომელიც აშკარად პირადი გამორჩენის მიზნით, ანდა კიდევ უარესი, სხვა, უფრო დიდი მედროვის ფარული მითითებების შესაბამისად, დაუნანებლად სვრის, ბილწავს, ასახიჩრებს ირგვლივ ყველაფერს; აკნინებს, აბითურებს წმინდა ცნებებს; ეჭვის ქვეშ აყენებს საუკუნეობით დადგენილსა და დაკანონებულს… პირუტყვულ თავისუფლებას ქადაგებს ზნეწამხდარ ოჯახებსა და ფუნქციადაკარგულ სკოლებში.”