თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიამ 65 წლის იუბილე აღნიშნა.
საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ ოპერის მომღერლები, მათ შორის ახალგაზრდა მომღერალი სოფია მჭედლიშვილი.
სოფიამ შეკრებილი მსმენელისთვის ჯულიეტას არია ბრწყინვალედ შეასრულა, მქუხარე აპლოდისმენტები კი მომღერლისთვის სასიამოვნო სიურპრიზით დაგვირგვინდა – სიმღერის დასასრულს სოფიას ოთო აბრამიშვილმა პირდაპირ სცენაზე დაუჩოქა და ხელი სთხოვა.