8 ნოემბერი, 2017

“ყველა ქართველმა უნდა იპოვოს თავისი ილია ჭავჭავაძე!”

თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს ეხმაურება:

“ილია ჭავჭავაძემ სპეციალურად ისწავლა ინგლისური, რომ შექსპირის ,,მეფე ლირი” ეთარგმნა (ივანე მაჩაბელთან ერთად), თვითონვე იყო ლირის როლის პირველი შემსრულებელი საქართველოში.

ამით თეატრის პოპულარიზაციასთან ერთად ქართული ენის გადარჩენას შეუწყო ხელი. თეატრის აღდგენის იდეით შეშინებულმა რუსმა ჩინოვნიკებმა გამოსცეს დადგენილება – საზოგადოების თავშეყრის ადგილებში აიკრძალოს ქართულად ლაპარაკი!!! (თავშეყრად ითვლება თუ არის ორი ან მეტი ადამიანი).

ამრიგად პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში ქართულად ლაპარაკი აკრძალეს!!! ილიამ აქაც მოიფიქრა გამოსავალი, სპექტაკლი წარმოადგინეს ცოცხალი სურათების სახით (ანუ მუნჯურად), შეაკერინა დიდი ბიაზის ოთახი, დადგა სკამი სცენის კუთხეში და დასვა ბარბარე ჯორჯაძე, რომელიც ხმამაღლა კითხულობდა იმ ტექსტს, რისი შესატყვისი მოქმედება ვითარდებოდა სცენაზე.

დარბაზში შემოვარდა გაშმაგებული ჟანდარმერია, არტისტების დასაჭერად, რაზეც ილიამ მიუგო – დადგენილებაში წერია ორი ან მეტი ადამიანი, ბარბარე კი თავისთვის ზის ოთახში და ხმამაღლა კითხულობს ,,მეფე ლირსო”.

სწროედ ილიას თაოსნობით აღდა და გაიხსნა ქართული თეატრი 1879 წელს ბარბარე ჯორჯაძის პიესით ,,რას ვეძებდი და რა ვიპოვნე”.

პ.ს. ყველა ქართველმა უნდა იპოვოს თავისი ილია ჭავჭავაძე! გილოცავთ დღეს მისი დაბადების დღეა.”