17 ნოემბერი, 2017

“სადღაა ეს მემორიალი?”

17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. მწერალი მიხო მოსულიშვილი ამ თარიღთან დაკავშირებით ფოტოს აქვეყნებს:

“2011 წელს გადავიღე პატარა მემორიალური ქვა იმ ადგილზე, ლეჩკომბინატთან, სადაც გალაკტიონ ტაბიძე იკარუსივით დაენარცხა მიწას…

სულ რაღაც ექვსი წელია გასული და სადღაა ლეჩკომბინატი და იმის ასასვლელ კიბესთან ეს მემორიალი?

რაღაც სახელდახელო კორპუსს დგამენ ამის ადგილზე გამალებული ტემპით…

მოკლედ, რას ვაშენებთ, რას ვანგრევთ, აზრზე არა ვართ რა.”