1 ნოემბერი, 2017

ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას სამოსში

მსოფლიო ვარსკვლავი ნიკოლ კიდმანი ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას მიერ შექმნილი კოლექციით დაინტერესდა. დემნას მიერ სპანდექსისგან შექმნილი ჩექმა-შარვალი, რომელიც მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, არც ულამაზესი ვარსკვლავის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა.

ქართველმა დიზაინერმა მოდის მოყვარულებს ჩექმა-შარვალი პარიზის მოდის კვირეულზე წარუდგინა, სადაც გაზაფხული-ზაფხული 2017 წლის კოლექციის ჩვენება მოაწყო.

ჰოლივუდის მსახიობმა ინტერნეტში განათავსა ფოტოები, სადაც “ბალენსიაგას” შემოქმედებითი ხელმძღვანელის მიერ შექმნილ ჩექმა-შარვალშია გადაღებული.

“ძალიან მომწონს “ბალენსიაგას” ეს არაჩვეულებრივი სამოსი,” – განაცხადა ნიკოლ კიდმანმა.

მსახიობმა ფოტოსესიაში მონაწილეობა ჟურნალისთვის ”Glamour” მიიღო.