ეს ჯილდო მსახიობმა ანა ურუშაძის ფილმში “საშიში დედა” ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დაიმსახურა.
აზიურ ოსკარად წოდებულ დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველო 4 ნომინაციაში მონაწილეობდა.
ანა ურუშაძის “საშიში დედა” წარდგენილი იყო ნომინაციებში სარეჟისორო მიღწევა – ანა ურუშაძე, საოპერატორო მიღწევა – მინდია ესაძე, ქალის როლის საუკეთესო შესრულება – ნატა მურვანიძე.
მარიამ ხაჭვანის ფილმი “დედე” კი წარდგენილი იყო იუნესკოს ნომინაციაში “კულტურული მრავალფეროვნება”.