25 ნოემბერი, 2017

ნათია თოდუას კიდევ ერთი წარმატება გერმანულ “ვოისში”

ქართველმა მომღერალმა ნათია თოდუამ გერმანულ “ვოისში” თავისი ორიგინალური შესრულების მანერით და ინდივიდუალური სტილით მწვრთნელების მოხიბვლა შეძლო და სულ უფრო უახლოვდება გამარჯვებას.

მუსიკალურ რინგზე ქართველმა მომღერალმა თავის მეტოქესთან ერთად Robin Thicke-ის ცნობილი სიმღერა Blurred lines ორიგინალურად შეასრულა, ჟიურის და მაყურებლის აცეკვებაც შეძლო და შემდეგ ტურში გადასვლის საშუალებაც მიეცა.