9 ნოემბერი, 2017

ინციდენტი ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე

მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე ინციდენტი მოხდა.

პანთეონში ეროვნულ-განმთავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა აქცია მოაწყეს.

მათ ტრანსფარანტები გაშალეს და მოითხოვეს მთაწმინდიდან გადაასვენონ მწერლები ალექსანდრე გრიბოედოვი და ჭაბუა ამირეჯიბი, ასევე სტალინის დედა კეკე.

მათ ასევე განაცხადეს, რომ მთაწმინდის პანთეონში ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაც მიუღებელია.