28 ნოემბერი, 2017

“ვიცოდეთ ერთად ყოფნის ყადრი!”

აღმოსავლეთმცოდნე და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე ხშირად გვანებივრებს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე არაბული და სპარსული ლიტერატურის ნიმუშებით.

“არტ ინფო” გთავაზობთ ირანელი პოეტისა და კინორეჟისორის ფორუყ ფაროხზადის გიორგი ლობჟანიძისეულ თარგმანს:

“მაოცებს წყლის ბუნება: თუ ხეებს შეუამხანაგდა, ააყვავებს, თუ ცეცხლს მიეკარა, ჩააქრობს, თუ უწმინდურებას წაააწყდა, განწმენდს. თუ ფქვილს ჩაეხუტა, გამოსაცხობად მოამზადებს, თუ მზეს დაუწყვილდა, ცისარტყელა წარმოიქმნება. მაგრამ თუ მარტო დარჩა, თანდათანობით დამყაყდება.

კაცის გულიც სწორედ ასეა: სანამ სხვებთან არის, კეთილ გავლენასაც ექვემდებარება, მარტოობაში კი კვდება და იხუთება.

ვიცოდეთ ერთად ყოფნის ყადრი!”