22 ნოემბერი, 2017

“გონს მოეგონ!”

დავით ქაცარავა კომპანია ქიუ ნეტ-ის მიერ საქართველოს რუკის აფხაზეთის გარეშე გავრცელებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მისი მცდელობის მიუხედავად, კომპანიიდან კონტაქტზე არავინ გამოსულა:

“როგორც ჩვენთვის გახდა გუშინ ცნობილი, კომპანია ქიუ ნეტ-მა თბილისის მასშტაბით 6 ასეთი ტიპის ბანერი დაამონტაჟა, რომლებზეც აფხაზეთი არ არის გამოსახული.

ჩვენ დავუკავშირდით ხსენებულ კომპანიას და მოვთხოვეთ სათანადო რეაგირება.

კომპანიის დირექტორს, ვინმე ბატონ იასეს თურმე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს და კონტაქტზე არ გამოვიდა.

ჩვენ მას მივეცით დრო დღეს საღამოს 6 საათამდე, რათა გამოვიდეს ჩვენთან კონტაქტზე და ადეკვატური ზომები მიიღოს. ჯერ-ჯერობით კი კომპანიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რუკაზე აფხაზეთი არის.

იმ შემთხვევაში, თუ ეს კომპანია არ შეგვეხმიანება და არ მოხსნის ამ ანტიკონსტიტუციურ ბანერს, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი შეხედულებისამებრ.

როგორც გავარკვიეთ, ეს საბანერე ადგილები არ ეკუთვნის არც Outdoor.ge Alma+ს.
ჩვენ გვაინტერესებს, რომელი კომპანიის კუთვნილებაა ეს სარეკლამო ადგილები და ბუნებრივია გვაინტერესებს თუ რატომ განთავსდა ესეთი ტიპის სარეკლამო მასალა.

თუ ვინმეს გააჩნია ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვწეროთ.
ჩვენ ვითხოვთ ამ უკანონო ბანერების დემონტაჟს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ ბანერებს ჩვენი ძალებით მოვხსნით.

კომპანიის წარმომადგენლები არ გვიკავშირდებიან, რაც ნიშნავს ჩვენი მოთხოვნის ფეხებზე დაკიდებას. შესაბამისად, ჩვენც ფეხებზე გვიკიდიხართ.

დღეს 9 საათზე ვიკრიბებით ყაზბეგის 32-თან, სადაც კომპანია ქიუ ნეტ-მა ჩამოკიდა ბანერი, სადაც საქართველო გამოსახულია აფხაზეთის გარეშე.

ამ ადგილიდან ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ კომპანიის ხელმძღვანელებს გამოვიდნენ ჩვენთან კონტაქტზე და მოხსნან ეს ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის ბანერი.

წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი შეხედულებისამებრ.

თხოვნა მექნება გააზიაროთ, იქნებ მოხვდეს ამ კომპანიის თვალთახედვის არეში ეს გაფრთხილება და გონს მოეგონ.
დიდი მადლობა წინასწარ!”