9 ოქტომბერი, 2017

წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართება

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 10 ოქტომბერს 17 საათზე წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაგრძელდება.

კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი და მიღება გაიმართება.

მსმენელის წინაშე ცნობილი პიანისტი ბორის ბერეზოვსკი წარსდგება.