Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“წამოუვიდა ცრემლი… მეც წამომივიდა ცრემლი…”

19 ოქტომბერი, 2017

"წამოუვიდა ცრემლი... მეც წამომივიდა ცრემლი..."დიზაინერი მადონა ხარატიშვილი ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც პენსიის ანაბარად დარჩენილ ბებოს ეძღვნება:

“დღეს 14 წლის გავხდით. დიდი ტორტის, სასმელების და სუფრის გაკეთებას ვგეგმავდი. მე მაპატიეთ… დილას მომიწია კოლმეურნეობის მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასვლა.

– უკაცრავად, კოლმეურნეობის ბაზრის ასასვლელი რომელიაო, მკითხა ძალიან სუფთად გამოწკეპილმა, ძალიან დაბალმა, ძალიან ასაკიანმა ბებომ.

– აქვეა ამოსასვლელი, ბებო, – ვუთხარი მე, – მაგრამ ბაზარი აღარაა.

არაუშავს, მადლობაო და ჯოხის კაკუნით განაგრძო გზა. მოვტრიალდი და ვკითხე, რა საქმე ჰქონდა ასეთი (თან გულში ვფიქრობდი ზედმეტი ხომ არ მომდის).

– ბეჭედი უნდა ჩავაბაროო… დავხედე ხელზე ვერცხლის ორი ბეჭედი ეკეთა.
ამოვიღე ფული რაც მქონდა (დღევანდელი ღონისძიებისათვის) და მას გადავეცი, ეს ბებო თქვენ და ბეჭდის მოხსნა დაიწყო, რა კარგია რომ მოგეწონაო.

– არა, ბებო, ბეჭედს ვერ ავიღებ, ეს იმიტომ მოგეცით, რომ არ გაყიდოთ თქო და ბებომ უკან მომიბრუნა ფული. დიდი თხოვნის, მოფერების შემდეგ დავარწმუნე, რომ როგორც ჩემს ბებოს, ისე ვჩუქნიდი.

წამოუვიდა ცრემლი… დამლოცა… ეს ჩემი ქმრის ერთადერთი სახსოვარი მქონდაო… გაიხარეო… მეც წამომივიდა ცრემლი… მეტირებოდა ამ უსუსური დაუცველი მოხუცების ბედზე… ვბრაზობდი სახელმწიფოს იგნორზე მსგავს ბებოებზე და პაპებზე…

განა რა ხალისი უნდა გქონდეს იმ ქვეყანაში, სადაც ამხელა გაჭირვებაა…”