სპეციალური ჯილდო ტარიელ ხარხელაურს

პოეზიის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით საყვარელ პოეტს ტარიელ ხარხელაურს სპეციალური ჯილდო გადასცეს.

წეროვნის დევნილთა დასახლებაში პოეტი ტრადიციულ დღესასწაულს “ერისთავობა 2017” დაესწრო.

დღესასწაულზე ტარიელ ხარხელაურს სპეციალური ჯილდო “ქსნის ხეობელთა სამადლობელი” გადაეცა.

პოეტმა შეკრებილ საზოგადოებას თავისი ლექსები წაუკითხა, ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა და მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.