Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“სიკვდილით სილამაზემ დაისადგურა”

14 ოქტომბერი, 2017

"სიკვდილით სილამაზემ დაისადგურა"აცხადებს მსახიობი ნატო მურვანიძე და კოლეგის, ულამაზესი ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას ეხმაურება:

“იყვნენ, არიან და იქნებიან ლამაზი ადამიანები, მაგრამ სილამაზის მიღმა რომ არის, აუხსნელი, რაღაც სხივი, უსქესო, სუფთა, რომ გამუნჯებს და სახელსაც რომ ვერ არქმევ – ასეთი ადამიანები ერთეულები იყვნენ.

ლიკა სწორედ ასეთია. აუხსნელი. ფეისბუკი, რომელიც გადატენილია ჭრელი, უაზრო, ხანაც აზრიანი, გახარებული, ან გაბრაზებული, ცინიკური, თუ თანაგრძნობით სავსე პოსტებით უცებ გალამაზდა, დამშვიდდა, გაიწმინდა და ამაღლდა.

საოცრება მოხდა. სიკვდილით სილამაზემ დაისადგურა ამ იდიოტურ სივრცეში, ბედნიერების მომტანმა სილამაზემ.

რა არის ეს? რა ჯადოსნური ძალა აქვს მშვენიერებას, ყველაზე მწარე წუთებშიც კი.”