სიახლე შიომღვიმის მონასტერში მხედველობის არმქონეთათვის

შიომღვიმის ულამაზეს მონასტერში, რომელსაც უამრავი ვიზიტორი სტუმრობს, მხედველობის არმქონეთათვის ტურისტული ცნობების ადაპტირება მოხდა.

ინფორმაცია ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა გაავრცელა:

“რა კარგია, რომ შიომღვიმის მონასტერში მხედველობის არმქონეთათვის ტურისტული ცნობები ადაპტირებულია.

მათ ბრაილის შრიფტით შეუძლიათ მონასტრის ისტორიის გაცნობა.

ძალიან კარგი იქნება ასეთი დაფები ყველა ძეგლთან რომ განთავსდეს.”