“შუაგულ სოფელში მდგარ ეკლესიას “დინამიტი” დაუდო და ააფეთქა!”

"შუაგულ სოფელში მდგარ ეკლესიას "დინამიტი" დაუდო და ააფეთქა!"ფოტოხელოვანი კუკური მეტრეველი სოფელ ტაბაწყურის შუაგულში მდებარე X საუკუნის სანახევროდ დანგრეულ ეკლესიას გვაცნობს:

“ზაფხულის მიწურულს ისე აირია ჩვენს ირგვლივ მოვლენები, რომ გამიჭირდა თანმიმდევრობით თითოეულზე რეაგირება, “დამერღვა” თანმიმდევრობა. ამის გამო დიდ ბოდიშს მოვუხდი ყველას, ვინც რაღაცას ამ გვერდზე უფრო ადრე ელოდებოდა.

მიუხედავად მარიამობის დიდი მარხვისა და წინასადღესასწაულო სამზადისისა, მამა გიორგიმ მაინც გამონახა დრო და თბილისიდან სტუმრად მყოფი კარატისტი ახალგაზრდების და მათი მწვრთნელების თანხლებით თრიალეთის და ჯავახეთის გზაგასაყარზე მდგარ, ულამაზეს კოხტას მთაზე (თავკვეთილა) საინტერესო ლაშქრობა დაგეგმა.

გზად სოფელ ტაბაწყურის შუაგულში მდგარი X საუკუნის, სანახევროდ დანგრეული ტაძარი მოვილოცეთ. ვინ იცის რამდენი ხნის განმავლობაში საეკლესიო რიტუალებს მონატრებულ, ტაბაწყურის “წითელსაყდარის” გადანგრეულ კედლებში მამა გიორგიმ მამა ექვთიმეს შემწეობით საზეიმო წირვა აღავლინა. ამაღელვებელი რიტუალი წმინდა ზეთისცხებით დაასრულა, რომლის სურნელებამ ტაძრის ღია სივრცეც სულ სხვა მადლით მოჰფინა!..

"შუაგულ სოფელში მდგარ ეკლესიას "დინამიტი" დაუდო და ააფეთქა!"

მთლად ეკლესიური ადამიანი ჯერჯერობით ვერ ვარ, მაგრამ ასეთ, ჩვენგან მიტოვებულ და მივიწყებულ სალოცავებში თუნდაც ასე იშვიათად აღვლენილ წირვა-ლოცვას ვთვლი, რომ უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და არც ვთაკილობ, ხშირად გულიც თუ ამიჩუყდება.

P.S ვისაც ბოლომდე არ ესმის ჩვენგან უგულოდ მიტოვებულ ეკლესია-მონასტრებში სამონასტრო ცხოვრების გააქტიურების და გაცოცხლების, ან ზოგჯერ უბრალოდ წირვა-ლოცვის ჩატარების მნიშვნელობა, ისე ცნობისათვის გეტყვით, რომ გასული საუკუნის სამოციან წლებში, როცა ამ საყდრისთვის არც ერს და არც ბერს საერთოდ არ ეცალა ვიღაცა უკეთურმა, შუაგულ სოფელში მდგარ ეკლესიას “დინამიტი” დაუდო და ააფეთქა!”

"შუაგულ სოფელში მდგარ ეკლესიას "დინამიტი" დაუდო და ააფეთქა!"