Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

შოთა რუსთაველის ქუჩა სომხეთში

24 ოქტომბერი, 2017

შოთა რუსთაველის ქუჩა სომხეთშისომხეთის ქალაქ გიუმრში უძველესი ქუჩა აღადგინეს, რომელსაც ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის სახელი აქვს მინიჭებული. ქუჩა ქალაქის უძველეს უბანში მდებარეობს და წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შოთა რუსთაველის ქუჩის განახლებასთან დაკავშირებით, გიუმრში სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა. ქუჩებში ეროვნულ კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები სეირნობდნენ, ქართულ ცეკვას “კინტაურს” ცეკვავდნენ და ძველი ფაეტონებით სეირნობდნენ. სანახაობაზე მისულ სტუმრებს კი მისი ორგანიზატორები ბაქლავით და ქადით გაუმასპინძლდნენ.