საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის პრიზი ქართულ ფილმს

ქართველი რეჟისორი სანდრო კობერიძე სადებიუტო ფილმით Let The Summer Never Come Again ჩილეში ვალდივას საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა.

ფილმი გერმანულ-ქართული კო-პროდუქციაა და რეჟისორის სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ფილმია.

ჩილეში გამარჯვებამდე სანდრო კობერიძემ თავისი ფილმით გამარჯვება მარსელის საერთაშორისო კინოფესტივალზეც მოიპოვა.