მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი ციცინო კობიაშვილი უკრაინაში ორი პრიზით დააჯილდოვეს.
რეჟისორი, რომელიც უკრაინაში სპექტაკლებს დგამს, ქართული დიასპორის სრულუფლებიანი წევრი გახდა და სოროჩინცის ბაზრობაზეც ჯილდო მიიღო.
ინფორმაცია ციცინო კობიაშვილმა თავად გაავრცელა:
“ქართული დიასპორის სრულუფლებიანი წევრი ვარ და სოროჩინცის ბაზრობაზეც დამაჯილდოვეს უკრაინის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის.”