ქართული ანსამბლის წარმატება პოლონეთის “ნიჭიერში”

პოლონეთის  “ნიჭიერში” ანსამბლი “დაისი” მონაწილეობს.

ქართული ცეკვით ანსამბლის წევრებმა ჟიურიც და დამსწრე საზოგადოებაც ისე აღაფრთოვანეს, რომ 3 კიც დაიმსახურეს და მაყურებლის მქუხარე ოვაციებიც.

ანსამბლ “დაისის” მოცეკვავეები უკვე პოლონური “ნიჭიერის” ნახევარფინალში არიან და პროექტში გამარჯვებისთვის ბრძოლას აგრძელებენ.