31 ოქტომბერი, 2017

ფილმი, რომლის პრემიერასაც მთელი მსოფლიო ელოდება

რ. ჯ. პალაციოს წიგნი “საოცრება” მსოფლიომ ერთხმად აღიარა საუკეთესო ნაწარმოებად.

ვისაც წიგნი წაუკითხავს, დაგვეთანხმება, რომ შეუძლებელია ავგუსტ პულმანმა და მისმა თბილმა, ტკბილმა და გულიამაჩუყებელმა ისტორიამ მკითხველზე გავლენა არ მოახდინოს და ცხოვრებისეულ ღირებულებებზე სერიოზულად არ დააფიქროს.

17 ნოემბერს რ. ჯ. პალაციოს წიგნის “საოცრება” მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ფილმში მთავარ როლებს ჯულია რობერტსი, ოუენ ვილსონი და ჯეიკობ თრემბლი ასრულებენ.

ფილმის მსოფლიო პრემიერამდე ოფიციალური ტრეილერი ინტერნეტში გავრცელდა.