3 ოქტომბერი, 2017

ნიკა ქავთარაძე გაქურდეს

იუმორისტი ნიკა ქავთარაძე გაქურდეს:

“გუშინ ხელფასი ავიღე.

ვაგზალზე საქმე მქონდა. გამოსვლისას ფული დავახურდავე ბინის ქირისთვის. ჩავედი მეტროში.

რუსთაველზე ამოვედი, ვიფიქრე მაკში შევივლი და ქეთის ბურგერებს ვუყიდი-თქო. ჩავყავი ხელი, გამიკვირდა ფული რომ არ იყო. მეთქი, სხვა ჯიბეში ხომ არ ჩავდე და უცებ ამას ვხედავ…

მთელი ფული მომპარეს…
ჩავიკეცე და ტირილი ამივარდა…

ესეც ჩემი დაბადების დღის საჩუქარი…
არ ვიცი, ეს თუ როდესმე მორჩება…”