Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გინახავთ “ვეფხისტყაოსნის” მიხედვით გადაღებული ერთადერთი ფილმი?

5 ოქტომბერი, 2017

გინახავთ "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით გადაღებული ერთადერთი ფილმი?ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია კოტე მიქაბერიძის მიერ შექმნილი ფილმის ნაწყვეტს ავრცელებს. ფილმს “ქაჯეთი” ეწოდება და ის ერთადერთი ფილმია, რომელიც “ვეფხისტყაოსნის” მიხედვით გადაიღო.

გიორგი კალანდია:

“გინახავთ?! ალბათ არა! ეს არის ფრაგმენტი “ვეფხისტყაოსნის” მიხედვით გადაღებული იმ ერთადერთი ფილმიდან, რომელიც რეჟისორმა კოტე მიქაბერიძემ შექმნა.

ფილმს ეწოდება “ქაჯეთი”. იგი მოიპოვა და საქართველოში ჩამოიტანა მკვლევარმა, გამოცემელმა, კინომცოდნე სოსო დუმბაძემ, ფილმის ელექტრონული ვერსია მან ჩვენს მუზეუმს საჩუქრად გადასცა. ხელოვნების სასახლეში კოტე მიქაბერიძისადმი და ფილმ “ქაჯეთისადმი” მიძღვნილი უზარმაზარი მასალა ინახება!

ახლა აქ ფილმის 40 წამიან ფრაგმენტს გთავაზობთ. მთელი ფილმის ნახვა კი ხვალიდან ეროვნულ არქივში კოტე მიქაბერიძისადმი მიძღვნილ გამოფენაზე შეგიძლიათ.”