6 ოქტომბერი, 2017

მირზა გელოვანის გადმოსვენების საკითხში სიახლეა

”მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.
და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.”

ამ ლექსის ავტორი, პოეტი მირზა გელოვანი 27 წლის ასაკში ომში დაიღუპა და დაბრუნების პირობა ვერ შესარულა.

მირზა გელოვანის სამშობლოში გადმოსვენების საკითხი ორიოდე წლის წინ თამაზ ტყემალაძის ინიციატივით გააქტიურდა, თუმცა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი.

თამაზ ტყემალაძის ინფორმაციით, მირზა გელოვანის გადმოსვენების საკითხი დაიძრა:

“გიხაროდენ… დაიძრა მირზა გელოვანის გადმოსვენების საქმე…”