17 ოქტომბერი, 2017

მერაბ ნინიძის საერთაშორისო წარმატება

ქართველი მსახიობის მერაბ ნინიძის მონაწილეობით გამოსული ერთ-ერთი ბოლო ფილმი “იუპიტერის მთვარე” სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოგზაურობს და წარმატებებსაც აღწევს.

რეჟისორ კორნელ მუნდრუცოს მიერ გადაღებული ფილმი მონაწილეობდა რიგით 50-ე Sitges International Fantastic Film Festival-ში, სადაც ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.

“იუპიტერის მთვარე” მთავარი ნომინაციის გამარჯვებული გახდა. ის საუკეთესო სრულმეტრაჟიან ფილმად დაასახელეს. მეორე პრიზი კი ფილმმა საუკეთესო სპეც-ეფექტებისთვის მიიღო.