Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხატია და გვანცა ბუნიათიშვილების აფიშებით აჭრელებული მიუნხენი

31 ოქტომბერი, 2017

ხატია და გვანცა ბუნიათიშვილების აფიშებით აჭრელებული მიუნხენიპირველ დეკემბერს ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები მიუნხენში კონცერტს გამართავენ. ქალაქი უკვე აჭრელებულია ქართველი პიანისტების აფიშებით.

მიუნხენში მყოფი მომღერალი ნინო ჩხეიძე ამ ფაქტმა განსაკუთრებული სიამაყით აავსო:

“საღამოს ვსეირნობდი მიუნხენში და მთელი ცენტრალური ქუჩები აჭრელებულია გვანცას და ხატიას აფიშებით. გული სიამაყით ამევსო და მინდოდა ყველასთვის მეთქვა, რომ ეს გოგოები საქართველოდან არიან, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან ლამაზია და ბევრი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს.

საოცარი პატრიოტული გრძნობა დამეუფლა და უზომოდ ამაყი ვიყავი!”