მსახიობ ია სუხიტაშვილის ცხოვრებაში ახალი ბიჭი გაჩნდა.
იას მეორე შვილი – ბიჭი შეეძინა. მსახიობი პატარას ოქტომბრის დასაწყისიდან ელოდებოდა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
იას პირველი ქორწინებიდან ლუკა ჰყავს. იას და მსახიობ კახა ახვლედიანის ქორწინებამ ცოტა ხანს გასტანა. მეორედ ია მსახიობ მიშა მესხზე დაქორწინდა, თუმცა მასაც დაშორდა. მესამედ კი მსახიობმა 2017 წლის დასაწყისში იქორწინა.