20 ოქტომბერი, 2017

განზრახ განადგურებული ფრესკა ხობის ტაძარში

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ხობის ტაძარში განადგურებული ფრესკის ფოტოს ავრცელებს და მას განზრახ დაზიანებულს უწოდებს:

“დიდი საზოგადო და საეკლესიო მოღვაწის, 1629 წელს რომში პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის გამომცემლის, ხობის ეპისკოპოსის და იერუსალიმის ჯვარის მამის (შემდგომში მცირე ხნით (1657 წ.) აფხაზეთის კათოლიკოს–პატრიარქის) ნიკიფორე–ნიკოლოზ ჩოლოყაშვილ–ირუბაქიძის (ირბახი) განზრახ განადგურებული ფრესკა ხობის ტაძარში.

საფიქრებელია, ეს მოხდა 1657 წელს, ვამიყ III დადიანის მიერ მისი დაპატიმრების შემდეგ. პატრიარქი ნიკიფორე–ნიკოლოზ ირბახი ციხეშივე მალე გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში (იქნებ მოკლეს კიდეც…).

განადგურებული პორტრეტის მარცხენა ზედა კუთხეში, მართლაც და გასაკვირად, მიუხედავად იმისა, რომ მისი გადაშლაც სცადეს, მაინც შემორჩა წარწერა: “ამ მონასტრის მარადმოსახსენებელი წინამძღვარი ნიკოლოზი” (წარწერა ამოიკითხა და გაშიფრა პროფესორმა თემო ჯოჯუამ).”