19 ოქტომბერი, 2017

“დავიღუპებით, თუ არ მიხედეს ამათ…”

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე საგანგაშო ვიდეოჩანაწერს ავრცელებს და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, დროული რეაგირება მოახდინონ და ეს ბავშვები დაღუპვისგან გადაარჩინონ:

“Sos! sos! sos! რატომ არავინ იკვლევს ასეთი ბავშვების მდგომარეობას? მაინცდამაინც წამალზე ხდება ადევნება, კვალზე დადგომა და ა.შ…?

სად არიან ფსიქოლოგები?! ფაქტია, რომ ამ გოგონებს პატრონი არ ჰყავთ! მერწმუნეთ, ეს არანაკლები კრიმინალია, ვიდრე სხვა….

დავიღუპებით თუ არ მიხედეს ამათ… დარწმუნებული ვარ, ესენი 4 და 5 არ არიან… მათ ბევრი ჰყავთ წამხედურა, რომელთაც ასეთი საქციელი ,,უმაგრესი” ჰგონიათ! ეს რა ამაზრზენი რაღაც ვნახე!

ამათ ,,ვითომ გამზრდელებს” რა უნდა უქნა?! შოკში ვარ! თან გოგოები! ვის უნდა მივმართოთ ისიც არ ვიცი, მაგრამ ვისი პრეროგატივაცაა, იქნებ დაიწყოთ ამაზე მუშაობა!

იპოვნეთ ამ დაღუპვის გზაზე შემდგარი ბავშვები, მშობლები, პედაგოგები… ჩართეთ ვინც უნდა ჩაერთოს მათი ნორმალური ცხოვრებისაკენ მობრუნებაში, თორემ მერე გვიანი იქნება, რადგან ნუ დაგვავიწყდება, რომ ერთი ჭუჭყიანი ღორი ბევრს სვრის!!!”