8 ოქტომბერი, 2017

დათა თავაძის გამარჯვება ბულგარეთში

ქართველი რეჟისორი დათა თავაძე ბულგარეთში დანაილ ჩირპანსკის პრემიით დააჯილდოვეს.

ჯილდო ახალგაზრდა ხელოვანმა სამეფო უბნის თეატრისა და რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კოპროდუქციისთვის “სახეები” მიიღო. სპექტაკლმა გაიმარჯვა ნომინაციაში ”საუკეთესო ანსამბლი”.

დათა თავაძემ წარმოდგენა ნობელის პრემიის ლაურეატი იაპონელი მწერლის იასუნარი კავაბატის მოთხრობების მიხედვით დადგა.

დრამატული ჟანრის სპექტაკლში მთავარ როლებს ნატალია გაბისონია და ნიკა გოგიძე ასრულებენ.