16 ოქტომბერი, 2017

“ასეთი ქეთი დოლიძე არ გინახავთ”

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარი” გახსნას ეხმაურება:

“ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი GIFT – Georgian International Festival of Arts in Tbilisi გაიხსნა. ტრადიციულად გახსნის დღეს თუმანიშვილის პრიზს გადასცემენ გამორჩეულ ხელოვანებს “ხელოვნებაში სრულყოფილებისთვის”…

მრავალი წელია ვაკვირდები ამ პროცესს და როცა ქეთი ქართველ თუ უცხოელ ხელოვანებს ამ პრიზს გადასცემს, არის გაღიმებული, გახარებული და ბედნიერი. დღეს კი ეს პრიზი მას გადაეცა და არის კუთხეში, მოკრძალებულად, აცრემლებულ-მორიდებული. ასეთი ქეთი დოლიძე ალბათ არ (ან ძალიან იშვიათად გინახავთ).

პრიზი თუმანიშვილის ღირსეულმა შემოქმედებითმა მემკვიდრემ თემურ ჩხეიძემ გადასცა, ისე ილაპარაკა, რომ პრიზიორი კი არა, ჩვენც აგვაცრემლა. ვულოცავ ქეთის ამ ჯილდოს!

ჰოდა, აქ მთავარი ერთი თითქოს უმნიშვნელო დეტალია: ქეთის კონკრეტულ პრიზს ხელოვნებაში სიმამაცისთვის ჰქვია, რაც ქეთის არასდროს აკლდა, ამ სიმამაცის დამსახურებაა, რომ “საჩუქარი” არსებობს, თუმანიშვილს იცნობენ საზღვარგარეთაც და კიდევ სხვა მრავალი…