13 ოქტომბერი, 2017

აქცია რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მესამე დღეს ქართველმა გამომცემლებმა და მწერლებმა საქართველოს ეროვნულ სტენდზე გამართეს მშვიდობიანი აქცია-პერფორმანსი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ.

მათ რუსეთის ოკუპაციის საწინააღმდეგო პლაკატები გამოფინეს და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ რუსეთი ოკუპანტია და მას საქართველოს ტერიტორიები მიტაცებული აქვს.