30 ოქტომბერი, 2017

ანრი ჯოხაძე ბოროტმოქმედების მსხვერპლია

მომღერალი ანრი ჯოხაძე ბათუმში ბოროტმოქმედების მსხვერპლი გახდა.

ანრის მანქანას გაქურდვის მცდელობით უცნობმა პირებმა უკანა კარის მინა ჩაუმსხვრიეს:

”გმადლობთ! ნახვამდის!” – ასეთი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა მომღერალი.

ანრი ჯოხაძემ მომხდართან დაკავშირებით პატრული გამოიძახა და საქმის კურსში ჩააყენა.

ინფორმაცია და ფოტოები შემთხვევის ადგილიდან მაგდა ბერსენაძემ გაავრცელა:

“გაოცებული ვარ, ადამიანს ქურდავდნენ, მატერიალურ ზარალს აყენებდნენ, ის ამაზე არ ნერვიულობდეს და ამბობდეს: “მთავარია ადამიანი და არა რკინა და რა მოიპარეს ამ რკინიდან”… რა ცოტა გიცნობს ისეთს, როგორიც სინამდვილეში ხარ!”