ახალი სახელები მუსიკის სერთაშორისო ფესტივალზე თელავში

ახალი სახელები მუსიკის სერთაშორისო ფესტივალზე თელავში14 ოქტომბერს 19 საათზე მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში ფესტივალზე შეკრებილ მსმენელს ახალ სახელებს წარუდგენს.

თელავის დრამატულ თეატრში გაიმართება კონცერტი და მასში მონაწილეობას მიიღებენ საფესტივალო ორკესტრი, საქართველოს სინფონიეტა, დირიჟორი არიელ ცუკერმანი და სოლისტები გიორგი ქობულაშვილი (ჰობოი), ჯაიუნ ლი (ვიოლინო), დანიელ პეტრიკა ჩობანუ (ფორტეპიანო).

საკონცერტო პროგრამაშია კახა ცაბაძის „ეპიტაფია“ ჰობოისა და კამერული ორკესტრისათვის. ნაწარმოები ედუარდ ბრუნერის ხსოვნას მიეძღვნება.

საღამოზე ასევე შესრულდება მაქს ბრუხის კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის №1 სოლ მინორი თხზ. 26 და სერგეი პროკოფიევის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის №3 დო მაჟორი თხზ.26.