აღმოჩენა ნიკო ნიკოლაძის კოშკში

პუბლიცისტისა და კრიტიკოსის ნიკო ნიკოლაძის კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გალავნის კედლის ნაშთი და არტეფაქტები აღმოაჩინეს.

ნიკო ნიკოლაძის კოშკი ისტორიული ძეგლია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილ იქნა კერამიკის და თიხის ჭურჭელი, ასევე აგურის, კრამიტის და რკინის ფრაგმენტები.

აღმოჩენილ მასალას სპეციალისტები შეისწავლიან და საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.