4 ოქტომბერი, 2017

წმინდა ნიკოლოზის საფლავი თურქეთში

თურქი არქეოლოგები ირწმუნებიან, რომ წმინდა ნიკოლოზის საფლავი აღმოაჩინეს.

ადგილობრივი გაზეთისთვის ”Hurriyet” მიცემულ ინტერვიუში არქეოლოგები აცხადებენ, რომ გეორადარის დახმარებით, მათ თურქეთის ქალაქ დემრეში წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ქვეშ დაუზიანებელი ეკლესია და წმინდა ნიკოლოზის საფლავი აღმოაჩინეს.

წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი იყო და მის სახელთან არაერთი სასწაულია დაკავშირებული.