14 ოქტომბერი, 2017

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში დასკვნითი კონცერტით დაიხურება

15 ოქტომბერს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში დასკვნითი კონცერტით დაიხურება.

19 საათზე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგება საფესტივალო ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით და სოლისტები პიანისტები ელისო ვირსალაძე და მამიკონ ნახაპეტოვი და ჩელისტი დიმიტრი პროკოფიევი.

კონცერტზე შესრულდება ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის კონცერტი ორი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის მი ბემოლ მაჟორი №10 KV 365, რობერტ შუმანის კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის ლა მინორი თხზ. 129 და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის №3 დო მინორი თხზ.37.